2020 წლის 10 ინოვაციური ვებ გვერდი

2020 წლის ვებ დიზაინის ტენდენციები  და მათი გამოყენების მაგალითები:


3D-ანიმაციები

მოუშენ დიზაინერებისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ   ანიმირებული 3D-გრაფიკის ვიზუალი   აღფრთოვანებას იწვევს
ვებ გვერდის ნახვა


ფოტოების  და  ილუსტრაციებს შერწყმა

ახალი ვიზუალი მოიცავს – ფოტოს და  ხელით დახატულ  2D-ილუსტრაციის სინთეზს. ილუსტრაციის ელემენტები  ემატება ფოტოს და იქმნება ერთიანი დასრულებული სურათი. «ორი რეალობის ნაზავი» გზას უხსნის შემოქმედებითობას  და მერკეტინგულ  იდეებს.
 ვებ გვერდის ნახვა


ინტერაქტიული 3D ეფექტები
მოძრაობა გახდა უფრო საინტერესო, ვიდრე ოდესმე. ინტერაქტივის ამოცანა  სამიზნე აუდიტორიის დაჭერა და  გაჩერებაა. 
 ვებ გვერდის ნახვა


სტატიკური 3D გრაფიკა
სამგანზომილებიანი გრაფიკა იზიდავს გლუვი ფორმებით და ფერებით, ხოლო მაღალი ხარისხის 3D - Art  კი საიტს  უფრო ცნობადს ხდის. ჩვეულებრივ, დიზაინერები  სამგანზომილებიანი ელემენტის გამოყენების შემთხვევაში მთლიან დიზაინს  ამარტივებენ, რისი მეშვეობითაც იცავენ ბალანსს და დიზაინი არ გამოდის გადატვირთული და რთულად აღსაქმელი.
 ვებ გვერდის ნახვა


3D-რენდერინგი და მაღალი რეალისტურობა

3D-რენდერინგი და მაღალი რეალისტურობა - აქტუალურია ელექტრონული კომერციისთვის დ პრომო საიტებისთვის. 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაამარტივებს  Wow-ეფექტის მიღებას.  
 ვებ გვერდის ნახვა


გიგანტური შრიფტები, უზარმაზარი ეტიკეტები და მინიმალიზმი

გიგანტური შრიფტები და დიდი (მაგრამ არაგაბარიტული) წარწერები გამოარჩევენ 2020 წლის დიზაინს. დიდი ტიპოგრაფია, რომელიც შეიცავს კომპაქტურ და მოკლე სათაურებს, არ გამოიწვევს ქაოსს მინიმალისტურ დიზაინში ან მობილურ ეკრანებზე. მაგალითად, წარწერა გაფართოვდა არასტანდარტული ზომით: 
იზიდავს მზერას
ქმნის საინტერესო ვიზუალურ "დეფორმაციას"
აძლიერებს  დიზაინის  კონცეპტუალურ  გზავნილს 
ვებ გვერდის ნახვა

ვებ გვერდის ნახვა


შაბლონები 

საინტერესო შაბლონები ყოველთვის იყო და იქნება აქტუალური. შაბლონებიდან გარკვეული დეტალების გამოყენება წელს ძალზე აქტუალური იქნება. ამის მეშვეობით დიზაინერები შეძლებენ  საჭირო ადგილებზე  აქცენტის გაკეთებას, რისი მეშვეობითაც საიტის დიზაინი უფრო ემოციური ხდება
ვებ გვერდის ნახვა


შავ-თეთრი კრეატივი

შავ-თეთრი დიზაინი უბერებელი კლასიკაა. დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი ეფექტური გადაწყვეტილებაა ელექტრონული კომერციისთვის და შემოქმედებითი რესურსებისთვის. ველოდებით ახალ შავ – თეთრ გადაწყვეტილებებს: უარყოფითი სივრცის, დიდი შრიფტებისა და line-art- ის ელემენტებით.
ვებ გვერდის ნახვა


ხელოვნება და  დიზაინი 

დიზაინი მხატვრული ილუსტრაციებით  2020 წლის ცხელი ტენდენციაა. ველოდებით კრეატიულ, კონცეპტუალურ იდეებსა და ხელოვნების ნიმუშებს – პასტელის და აკვარელის ნახატებიდან დაწყებული  თანამედროვე  და  უცნაური ( არაპროპორციული , უსახო და  არასტანდარტული) ნახატებით დასრულებული.  
ვებ გვერდის ნახვა