20 შეკითხვა ლოგოს დამზადებამდე


20 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვას დამკვეთს დიზაინერმა ლოგოს დამზადებამდე.

ნაწილი პირველი – შეკითხვები კომპანიის შესახებ: 
1. როგორ აღწერდით თქვენს პროდუქციას ან მომსახურებას?

2. დამისახელეთ თქვენი კომპანიის გრზელვადიანი სტრატეგიული გეგმები/მიზნები.

3. რაში დაგჭირდათ ახალი ლოგო (თუ დამკვეთს უკვე აქვს ლოგო)? რისი მიღწევა გინდათ თქვენი ახალი ლოგოს მეშვეობით?
ეს შეკითხვა დაგეხმარებათ პრობლემის გაგებაში.

4. ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

დამკვეთის მიერ მოწოდებული ბმულები ან ინფორმაცია დაგეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ ბაზრის ამ სეგმენტში და კონკურენციის პირობებში.
5. რითი გამოირჩევით თქვენი კონკურენტებისაგან?

6. რა საშუალო ასაკი აქვს თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას?
პასუხი ამ შეკითხვაზე დაგეხმარებათ ლოგოტიპის ძირითადი მონახაზის აღქმაში.

ნაწილი მეორე – შეკითხვები პროექტის შესახებ:
7. გაქვთ თუ არა სლოგანი? თუ კი, გინდათ თუ არა მისი განთავსება ლოგოზე?

8. გაქვთ თუ არა თქვენი წარმოდგენა/იდეები ლოგოსთან დაკავშირებით?

9. რაიმე ფერებს ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას, ან კორპორატიული ფერები ხომ არ გაქვთ?

10. ხომ არ გინდათ რომელიმე კონკრეტული ფერის გამოყენებაზე უარის თქმა?

11. რომელი ზედსართავი სახელით აღწერდით თქვენს ლოგოს?

12. როგორი შეგრძნება ან შეტყობინება უნდა გადასცეს თქვენმა ლოგომ მის მნახველს?

13. როგორი ფორმით უნდა იყოს თქვენი ლოგოს ტექსტი დაწერილი?
მაგალითი: thedesigncubicle ან the design cubicle

14. ტექსტის როგორ გაფორმებას ისურვებდით?
მაგალითი: სქელი, დახრილი, ხელნაწერი და სხვა.

15. სად გამოიყენებთ თქვენს ლოგოს?
მაგალითი: ინტერნეტი, ბეჭდური მედია, სხვა.

16. უფრო ხშირად სად გამოიყნებთ ლოგოს?
როგორც წესი, ინტერნეტში გამოყენებისათვის ჰორიზონტალური ლოგოები უფრო მოსახერხებელია.

17. დაახლოებით რა დროს, რა ვადაში, ან ზუსტად რა თარიღისათვის გინდათ რომ დამზადდეს ლოგო?

18.
ბიუჯეტი?
თანხაზეა დამოკიდებული როგორც მთლიანი ფასი, ასევე ის, თუ რამდენ წინასწარ ვარიანტს მიიღებს დამკვეთი.

19.
გსურთ თუ არა, რომ ლოგოსთან ერთად დამატებითი დიზაინერული მასალები მიიღოთ?
მაგალითად, სავიზიტო ბარათი, კონვერტი, წერილის ბლანკი და სხვა.

20. რომელი ლოგოები მოგწონთ და რატომ?
აქაც სასურველია, რომ დამკვეთმა მოგაწოდოთ ბმულები ან სხვა ვიზუალური მასალა.