ცნობილი ლოგოების განვითარების ისტორია


მსოფლიო საყოველთაოდ ცნობილ არაერთ ბრენდს და მათი განვითარების ისტორიას  კარგად იცნობს: – იქმნებოდნენ, ყალიბდებოდნენ და იცვლებოდნენ, ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ.

Starbucks
Starbucks-ის თავდაპირველ ლოგოზე გამოსახული მითოლოგიური არსება შემდეგში სირინოზით შეიცვალა. დროთა განმავლობაში ცნობილმა ბრენდმა მომხმარებელს ლოგოს ცვლილება მცირე დეტალების შეცვლით აუწყა. საბოლო ჯამში, Starbucks-მა ლოგოზე წარწერა აღარ დატოვა და საკუთარი გადაწყვეტილება წარწერის არასაჭიროებით ახსნა. კომპანიაში განმარტეს, რომ მიზანშეწონილად არ თვლიან ლოგოტიპზე წარწერის განთავსებას, რადგან მათი ბრენდი წარწერის გარეშე, ისედაც ძალიან პოპულარულია

McDonald’s
რესტორნების ქსელმა, სახელად, “McDonald’s,” უამრავჯერ შეცვალა საკუთარი გამოსახულება. თავდაპირველად, ბრენდის ლოგოზე სხვადასხვა წარწერა იყო განთავსებული, რომლებიც მყიდველს გასაყიდ პროდუქციას სთავაზობდა. მოგვიანებით, McDonald’s-მა ლოგოტიპად “M” სიმბოლო აირჩია, რასაც მისი სხვადასხვა ვარიაციით ჩანაცვლება მოჰყვა.

Coca Cola
ყველაზე ცნობილი გამაგრილებელი სასმელი წლების ისტორიას ითვლის.  ვითარდებოდა კომპანია და ეტაპობრივად იცვლებოდა მისი ლოგო და ჩამოსასხმელი ბოთლი. კოკა-კოლის ლოგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ლოგოტიპია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Pepsi
კოკა-კოლას ერთ-ერთი კონკურენტი პეპსია. კომპანიამ აქტიური რეკლამირება ბოლო წლებში დაიწყო, მაშინ, როდესაც კოკა-კოლამ ბაზარზე არსებული ყველა გამაგრილებელი სასმელი ჩაძირა. პეპსიმ, როგორც შედარებით დაბალი ცნობადის კომპანიამ, აქციები წამოიწყო, სცადა ცნობილი ადამიანების კამპანიაში ჩართვა და საკუთარი პროდუქცის პოპულარიზაცია. ეტაპობრივად, შეცვალა ლოგო, თუმცა ცნობილი ფერები არ შეცვალა.

Apple
ცნობილ ბრენდს დღეს უამრავი მიმდევარი ჰყავს. Apple-ს მოყვარულთა სიაში ცნობილი პოლიტიკოსები და სელებრითები არიან. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად  სტივ ჯობსის წამოწყებულ იდეას, სულაც არ ჰყავდა ბევრი მოყვარული. შემდეგში გადაწყდა, რომ კომპანიის კრეატიულობისთვის უნდა შეცვლილიყო რამოდენიმე დეტალი. მათ შორის ლოგო და წარწერა: “Think Different.” 

Nestle
“ნესტლეს” მსოფლიოს გარშემო 335,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 2000-ზე მეტ ბრენდს აწარმოებს 85 ქვეყნის 436 ქარხანაში. კომპანიის ბიზნესის მიმართულებები წარმოების დიდ სპექტრს მოიცავს: ბურღულეული, სასმელები, ცხოველების მოვლა, კანის მოვლა და სხვა.
მისი ისტორია 150 წლის წინ დაიწყო და განვითარების ყველა ეტაპზე კომპანიამ ლოგოს რაღაც ნაწილი შეცვალა.