Grand View in Tbilisi


წელი: 2018
საიტი: http://grandviewtbilisi.com

სასტუმრო Grand View in Tbilisi მდებარეობს ქალაქის ერთერთ უძველეს უბანში. საკმარისია ფეხით მხოლოდ 20 წუთი გაიაროთ, და თქვენ ისტორიულ ძველ თბილისში აღმოჩნდებით. ასევე უნდა ითქვას რომ, სასტუმროდან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს მეტრო 300 არაგველი, რითაც რამოდენიმე წუთია საჭირო ნებისმიერი მიმართულებით გადასაადგილებლად.

თუმცა, უმთავრესი თემატიკა, სასტუმროს ტერასებსა და ხედებში გამოიხატება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველა ოთახს გააჩნია საკუთარი ტერასა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. სასტუმროს ასევე საკმაოდ დიდი მოცულობის, ცოცხალი ყვავილებით გაფორმებული საერთო ტერასები აქვს, სადაც თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მუსიკით, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებით, ჩილიმის მომსახურებით, ივახშმოთ და დატკბეთ თბილისის პანორამული ხედებით. აუცლილებლად აღსანიშნავია, ყველა ოთახისა და საერთო სივრცის ხიბლი, უზარმაზარი მინის ვიტრაჟები, რაც უზრუნველყოფს ესთეტიური სიამოვნების გარეთ გაუსვლელად მიღებას.

სასტუმროს აქვს საკუთარი ვენახები კახეთში, იქ მოწვეული ყურძნის ჯიშებით კი ვქმნით უმაღლესი ხარისხის ღვინოს, რომელიც კიდევ ერთ შთაგონებად შეიძლება ჩაითვალოს ღვინის სამშობლოში.